ვერტიკალური აფრენა-დაფრენის უპილოტო საფრენმა აპარატმა Bayraktar-მა (DİHA) წარმატებით დაასრულა 8 ათასი ფუტის ოპერატიული სიმაღლის ფრენის ტესტი.
როგორც trt.net.tr-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელმა კომპანია Baykar-მა სოციალური ქსელით გააზიარა Bayraktar DİHA-ს 8 ათასი ფუტის ოპერაციული ფრენის კადრები.
აპარატს, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წელს იგეგმება, შეუძლია შეასრულოს ავტომატური სადამკვირვებლო ფრენა, ავტონომიური აფრენა, ავტონომიური დაშვება და ნახევრად ავტონომიური სადამკვირვებლო ფრენა. Bayraktar DİHA ასევე შეძლებს განთავსდეს ამფიბიურ გემზე TCG Anadolu.
DİHA, რომელსაც ასევე აქვს უკიდურესად სწრაფი მანევრირების, ვიწრო სივრცეში მისიის სწრაფად დაწყების და ასაფრენი ბილიკის გარეშე აფრენის უნარი, ამ მახასიათებლებით გამოყენებული იქნება საჰაერო დაკვირვების და ფარული მისიებისთვის ჩატარებულ სამუშაოებში.