ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

trt.net.tr-ს ინფორმაციის თანახმად, Boeing 747-ის ტიპის სარაკეტო თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Virgin Orbit-ს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლიდან აფრინდა.

მოგვიანებით რაკეტა თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე მოშორდა და აალდა.

თუმცა, Virgin Orbit-მა საკითხთან დაკავშირებით Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იყო ანომალია, რამაც ხელი შეუშალა რაკეტას ორბიტაზე გასვლაში.

თვითმფრინავი კი კორნუოლში დაბრუნდა, როგორც დაგეგმილი იყო.

მისია წარმატებული რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი იქნებოდა იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გააგზავნა.