Turkish Airlines-ის სტამბოლი-ჯაკარტას რეისზე ნასვამი პილოტი მგზავრების თვალწინ ბორტგამცილებელს ეჩხუბა.
სწორედ ჩხუბი გახდა ლაინერის იძულებითი დაშვების მიზეზი ინდონეზიის აეროპორტ კუალა ნამუზე, იტყობინება Liputan6 TV.
თავად ჩხუბის ინიციატორი კი ინდონეზიური ავიაკომპანია Batik Air-ის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პილოტი იყო, რომელიც თვითმფრინავში მგზავრის სტატუსით იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აღშფოთებული იყო იმით, რომ ბორტგამცილებელმა უარი თქვა მისთვის დამატებითი სასმელების მიწოდებაზე. ამის შემდეგ პილოტი ეკიპაჟის წევრს თავს დაესხა.
ლაინერის მეთაურმა გადაწყვიტა გადაეხვია მარშრუტიდან და დაგეგმილზე ადრე, სხვა აეროპორტში დაეშვა.
Batik Air-ის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ აჟიოტაჟი მიზეზი მათი თანამშრომელი იყო, მაგრამ ამ შემთხვევის დროს ის შვებულებაში იმყოფებოდა.