კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა, მცირეწლოვანი გოგო კი დაშავებულია. ხომალდის ბორტზე მხოლოდ ორი ბავშვი იმყოფებოდა. Cirrus SF50 Vision ტიპის საჰაერო ხომალდმა კატასტროფა Santa Marta-Simón Bolívar-ის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისას განიცადა, ასაფრენი ბილიკი დატოვა და ზღვის სანაპიროზე, ხეს შეეჯახა.

აეროპორტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ეკიპაჟის წევრების ევაკუაციაზე მუშაობს. პირველადი მონაცემებით, პილოტმა საჰაერო ხომალდის მართვაზე კონტროლი დაკარგა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.