ბათუმს კიდევ ერთი ხუთ ვარკსვლავიანი სასტუმრო Best Western Premier-ი შეემატა.

სასტუმრო ამერიკული საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ფრენჩაიზია. სასტუმროში 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 104 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი ტერასით და ლაუნჯ-ბარი, ასევე 2-სართულიანი სპა ცენტრი. საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრების უზრუნველსაყოფად სასტუმრო აღჭურვილია 2 საკონფერენციო დარბაზით და ბიზნეს-ცენტრით. ამ ეტაპზე სასტუმროში დასაქმებულია 50 ადამიანი.

“Best Western Hotels & Resorts” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმრო ქსელი. კომპანიის 72 წლიანი არსებობის განმავლობაში ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროს ითვლის.

სასტუმრო, რომელიც ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროსთან, ფრანგულ მუსიკალურშადრევნებთან, აკვა-პარკთან და იუსტიციის სახლთან, იდეალურია როგორც დასვენების კუთხით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

სასტუმრო “Best Western Premier“ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა და ბათუმელებმა.