მგზავრი ავიაკომპანია S7-ს კატის დაკარგვაში ადანაშაულებს. როგორც ირკვევა ბრიტანული კატა სახელად “მახნური” გადაყვანისას “გაქრა”.

დაზარალებული მგზავრი აცხადებს, რომ ავიაკომპანიას კატა მოსკოვში, დეიდის საცხოვრებელ მისამართზე მიყვანა უნდა უზრუნველეყო.

ავიაბილეთების სალაროში, სადაც ბილეთის შეძენა მოხდა, თქვეს, რომ კატის გალია, რომელშიც ცხოველი იქნებოდა მოთავსებული 25 სმ-ზე მეტის არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ კატას შესაბამისი გალია და ბილეთი უყიდეს.

თუმცა აეროპორტში თქვეს, რომ გალია 20 სმ-ზე მეტი სიმაღლის არ უნდა ყოფილიყო და ამიტომ კატა სპეციალური პირობებით, ბარგში უნდა ჩაებარებინათ. ფრენისას დეიდას აცნობეს, რომ კატას ტურბინის ხმაურის შეეშინდა და თვითმფრინავიდან გადახტა.

მგზავრმა ავიაკომპანიას პრეტენზიის წერილი გაუგზავნა. პასუხად მიღებულ წერილში კი მისი კატა ძაღლად იყო მოხსენიებული.

“ჩვენ ძალიან ვწუხვართ ძაღლის გამო. ჩვენ გვესმის, რომ არასასიამოვნო სიტუაციაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძაღლი ვიპოვოთ და დაგიბრუნოთ”, ეწერა ავიაკომპანიის მიერ მგზავრისთვის მიწერილ წერილში.