მთავარი სიახლეები ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო ბარათებით იქნება შესაძლებელი

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო ბარათებით იქნება შესაძლებელი

202

1-ელი აგვისტოდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო ბარათებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ამ დროიდან ქაღალდის საბილეთო სისტემა გაუქმდება.
სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.

ბარათის ასაღებად EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.
პლასტიკური ბარათის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია EXSPRESS CARD, SOLO, VISA ELECTRON, ARMY და სხვა.

თბილისის ტრანსპორტში გამოყენებადი ყველა ტიპის ბარათი: METROMONY, მერიის შეღავათიანი ბარათები, საქართველოს ბანკის მოსწავლის და სტუდენტური ბარათები.
შეღავათიანი ბარათის აღება შესაძლებელია „მეტრო სერვისს +“– ის სერვისცენტრში (ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 55).

სტუდენტური ბარათის STUDENT CARD აღება შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვისცენტრებში.

მოსწავლის ბარათის SCOOL CARD აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში.
უკონტაქტო პლასტიკური სამგზავრო ბარათების შევსება შესაძლებელია ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით.