ბათუმში მეტეოროლოგიური პირობების გამო Israir Airlines-ის თელ ავივი-ბათუმის რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, Israir Airlines-ის საჰაერო ხომალდმა 180 მგზავრი ჩამოიყვანა, რომელთა ტრანსპორტირებაც დანიშნულების ადგილზე (ავტობუსებით) მოხდება.

ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კი Israir Airlines-ის თვითმფრინავი ქუთაიდიდან ბათუმში გადაფრუნდება და ბათუმი-თელ ავივის მგზავრებს აიყვანს და თელ ავივის მიმართულებით გაფრინდება.