ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ბოლო ფაზაშია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს, საიდანაც ჩანს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი მალე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ TAV Georgia-მ აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა გაწერილი გეგმის მიხედვით, აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
შედეგად კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შედეგად კი 2021 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა.