უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე დეკემბერში 5 ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

რეისები 5-12-19-26-30 დეკემბერს განხორციელდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება. 

მგზავრებს Skyup Airlines-ის რეისებზე ბილეთების შეძენა შეუძლიათ, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე https://skyup.aero/en/, ასევე საქართველოში SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში”

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს უნდა გაეცნონ.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Skyup Airlines-მა კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე აგვისტოში 3 ჩარტერული რეისი განახორციელა, სექტემბერში – 4 რეისი, ოქტომბერში – 2 რეისი, ხოლო ნოემბრის განრიგით ავიაკომპანიას 4 რეისი აქვს დამტკიცებული.