6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მაჩვენებელი 30%-ითაა გაზრდილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ორ კვარტალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 247 ათას 391 მგზავრი მიიღო, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი 190 ათას 279 მგზავრი.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ივნისში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 30,01%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი 85.43%-ით.
2017 წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 133 ათას 418 მგზავრი შეადგინა.