ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI EUROPE), რომელიც ახდენს ევროპის აეროპორტების კოლექტიურ ინტერესების დაცვას და აეროპორტების მენეჯმენტსა და ოპერაციებში პროფესიულ ხელშეწყობას, მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებზე დაყრდნობით, მგზავრთნაკადის სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს.
ბათუმის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორის არის. ACI Europe-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ბათუმი ევროპულ აეროპორტებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ის 30%-იანი ზრდით მესამე ადგილზეა იმ აეროპორტებს შორის, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია. ივნისის მონაცემებით კი ბათუმის აეროპორტი მეხუთე ადგილზე იყო მგზავრთნაკადის 39%-იანი ზრდით.