ბათუმი მე-8  საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვას Agro Batumi 2018 უმასპინძლებს. გამოფენა კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით  სასტურო „ეიფორიაში“ 12-14 ოქტომბერს გაიმართება.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა პრეზენტაცია, ასევე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს ქართული ცეკვების კონცერტს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, Agro Batumi 2018 წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. მონაწილე კომპანიები სამი დღის განმავლობაში საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ. მონაწილეებს საშუალება აქვთ დაამყარონ ახალი  კონტაქტები და გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

GEONET EXPO  საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა, მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაა.