9 ოქტომბერს საქართველოს საავიაციო სივრცეში დროებითი შეზღუდვებია. ავიაკომპანიების ნაწილმა, რომელთაც საქართველოს საჰაერო სივრცე 9 ოქტომბრის დილის საათებში უნდა გადაეკვეთად, მგზავრები უკვე გააფრთხილეს და რეისების განხორციელების დრო რამდენიმე საათით გადასწიეს.

ავიაკომპანია Buta Airways-ის Facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში დაწესებული დროებითი შეზღუდვის გამო კომპანიის 9 ოქტომბრის განრიგში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბაქო-თბილისი-ბაქოს ავიარეისი თითქმის 3 საათიანი დაგვიანებით განხორციელდება.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 9 ოქტომბერს სამხედრო დანიშნულების წვრთნებია დაგეგმილი და ამიტომ 10 საათიდან 13 საათამდე პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავების გადაადგილება შეზღუდული იქნება.