Ryanair-ის თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტი ბარსელონას, ელ-პრატის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. მგზავრების ევაკუაციის მიზეზი კი მობილური ტელეფონის აალება გახდა.

თვითმფრინავს იბიცას მიმართულებით უნდა განეხორციელებინა რეისი. უფრო მეტიც, თვითმფრინავი უკვე აფრენისთვის მზად იყო, როდესაც ტელეფონს ცეცხლი მოეკიდა. ეკიპაჟის წევრებმა პროტოკოლის მიხედვით, მგზავრები თვითმფრინავიდან გასაბერი ტრაპის მეშვეობით გამოიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.