ბარსელონაში 1 აპრილიდან ტურისტებისთვის გადასახადის განაკვეთი კვლავ გაიზარდა. ჯამში 1 ღამისთვის დამატებით 5,5 ევროს გადახდა მოგიწევთ.
ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადის გაზრდა 2023 წელს გადაწყვიტა, მაგრამ იმისთვის, რომ ზრდა მოულოდნელი არ ყოფილიყო, პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო. ბარსელონაში არის ორი გადასახადი: რეგიონალური და საქალაქო. ეს უკანასკნელი გაიზარდა: ჯერ – 1,75 ევროდან 2,75 ევრომდე, ახლა – 2,75 ევროდან 3,75 ევრომდე.
გადასახადი ეკისრება ტურისტებს, რომლებიც რჩებიან ოფიციალურ საცხოვრებელში: აპარტამენტებში, სასტუმროებსა და ჰოსტელებში, ბანაკებში. საკრუიზო გემის მგზავრებმა ასევე უნდა გადაიხადონ: 3 ევრო მათთვის, ვინც ქალაქში რჩება ნახევარი დღე, 2 ევრო დღეში.
ბარსელონას ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გადასახადი არის “ხარისხიანი მოგზაურების მოზიდვის” შესაძლებლობა. და ახლა ზრდიან, რომ გაუმკლავდნენ ოვერტურიზმს.