ბარგის ტრანსპორტირება ავიაკომპანიის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, როგორც გლობალური გადამზიდავებისთვის, ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის. თუ ადრე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იყვნენ ლიდერები, დღეს უფრო და უფრო ტრადიციული ავიაკომპანიებიც ცდილობენ ბარგის გადატანით დამატებითი შემოსავალი მიიღონ.
ასეთ მონაცემებს შეიცავს Baggage Belts Deliver Cash for Smart Airlines-ი, რომელიც IdeaWorksCopany-ს ანგარიშშია ასახული და რომელიც თავის მხრივ 18 ავიაკომპანიის ბარგის რეგისტრაციის მაჩვენებლებს ასახავს.
2021 წელს, ბარგის ტრანსპორტირების მთლიანმა საფასურმა 20.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგენდა. ამავე დროს, გაცილებით მეტი მოგების პოტენციალი არსებობს, თუ გადამზიდავები “მიმართავენ ბიზნეს მიდგომას და მიატოვებენ ძველ მეთოდებს“, – ამბობენ ექსპერტები.
ავიაკომპანიების ხელმძღვანელები ასევე აღნიშნავენ, რომ პირადი ნივთების ტრანსპორტირებისთვის გაფართოებულმა სერვისებმა, მთლიანობაში, სამგზავრო მოთხოვნები უნდა გააუმჯობესონ.
• 2021 წლის ივნისში, Aer Lingus-მა შემოიღო ახალი ბარგის პოლიტიკა – რეგისტრირებული ჩანთების ტრანსპორტირება ყველაზე დაბალ ტარიფში (ევროპაში), რომელიც არ შეიცავს დიდი ზომის ბარგის მიწოდებას.
• AirAsia-მ გაორმაგდა ჩვეულებრივი ხელბარგის ლიმიტით, 7 კგ-დან 14 კგ-მდე.
• 2021 წელს, American Airlines-ის შემოსავალმა ბარგის გადაზიდვიდან 1,22 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ავიაგადამზიდავისთვის რეკორდული მაჩვენებელია – თითო მგზავრზე 7.42 აშშ დოლარი.
• EasyJet აერთიანებს დიდი ზომის ხელბარგის ტრანსპორტირების უპირატესობებს სალონში, მაგალითად, დამატებითი ფეხების დასადგამი სივრცით.
• Spirit Airlines-ს აქვს მსოფლიოში ბარგის გადატანის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: 2021 წელს თითო მგზავრზე 21,51 აშშ დოლარი.
• Volaris-ი მგზავრებს სთავაზობს ბარგის მიწოდების გარანტიას 80 აშშ დოლარის გადახდით, თუ ჩანთები იმავე რეისით არ ჩამოვა,რომელი რეისითაც მგზავრი გადაადგილდა.