ბაქო-თბილისი-ბაქოს საავტობუსო სიხშირეების რაოდენობა გაიზარდება, რადგანაც ბაქოში გასამართი ევროპა ლიგის ფინალურ მატჩზე, “არსენალისა” და “ჩელსის” დაპირისპირებისთვის საქართველოდან ბევრი გულშემატკივარი გეგმავს ჩასვას.
მატჩი, რომელიც ბაქოში 29 მაისისთვისაა დაგეგმილი, ფეხბურთის მოყვარულს ბევრი ქვეყნიდან ელოდებიან.
აზერბაიჯანის საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბევრი ბაქოში საქართველოს გავლით ჩავა, ამიტომ სახელმწიფო უწყებამ შესაბამის გადამზიდავებს ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე, 27-31 მაისს, საავტობუსო მიმოსვლის სიხშირეების გაზრდა სთხოვა.