ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში „სამგზავრო დოკუმენტების ავტორიზაციის სისტემა“ ამოქმედდა, რომელიც გაამარტივებს და დააჩქარებს ფრენისწინა ფორმალობების შესრულების პროცესს, გააძლიერებს უსაფრთხოებას და შეამცირებს რიგებს აეროპორტში.
აღნიშნულია, რომ TAV Technologies-ის მიერ შემუშავებული ახალი სისტემა მგზავრებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების შემოწმების ზონაში ჩასხდომის ბარათის დამოუკიდებლად სკანირებით მოხვდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს რიგების შემცირებას და მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის ზრდას.
TDAS-ი, მგზავრების პრეფერენციებისა და ავიაკომპანიის პოლიტიკის მიუხედავად, ცნობს როგორც ქაღალდის, ასევე ელექტრონულ ჩასხდომის ბარათს.
“ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ მგზავრების მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება. გარდა ამისა, ახალი სისტემა აღმოფხვრის დამოკიდებულებას ქაღალდის ჩასხდომის ბარათებზე, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგრადობის გაუმჯობესებას. TDAS ასევე აღმოფხვრის ადამიანური შეცდომების ალბათობას”, – აღნიშნავს ბაქოს აეროპორტის დირექტორი თეიმურ ჰასანოვი.
აღსანიშნავია, რომ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.