ფრანგული მონპელიე 21 დეკემბრიდან მთლიანად გადავიდა უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სხვათა შორის, ის 2020 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა.
ბოლო სამი წელია, შაბათ-კვირას ტრანსპორტი უფასოა. ახლა კი ეს სქემა გაფართოვდა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროექტი გააუმჯობესებს მობილურობას რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, შეამცირებს ემისიებს და გარემოს დაბინძურებას.
შემდეგი ეტაპი არის მუშაობა ახალი ველობილიკებისა და ეკო ზონების შექმნაზე. ქალაქის გლობალური მიზანია ნულოვანი ემისიების მიღწევა.
მონპელიე, სხვათა შორის, არ არის ერთადერთი საფრანგეთის ქალაქი, სადაც შეგიძლიათ უფასოდ იმოძრაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.