ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს. ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 25, 27-28, 29 დეკემბერს და 1, 2 და 6 იანვარს (6 ფრენა) შესრულდება.
პირდაპირი ჩარტერული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ტაილანდურ ავიაკომპანიას ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა თავდაპირველად 2 რეისზე მიენიჭა (21 ოქტომბერი). Thai Air Asia X-ის დამატებითი განაცხადის საფუძველზე კი, 4 რეისის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 ნოემბერს გაიცა.