ბაჰრეინის ხელისუფებამ საჰაერო სივრცის დროებით დახურვის შესახებ გამოაცხადა, იუწყება ბაჰრეინის სახელმწიფო სააგენტო BNA.
„სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ, რომელიც ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს ექვემდებარება, გამოაცხადა საჰაერო მოძრაობის დროებითი შეჩერება ბაჰრეინის სამეფოს საჰაერო სივრცეში, როგორც სიფრთხილის ზომა რეგიონში დაძაბულობის ფონზე,“ — წერს სააგენტო.












