არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა საჰაერო სივრცე დახურა.
ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცე დახურულია, იტყობინება Flightradar24-ის სერვისი.
„ფრენების ტრაექტორიებისა და საჰაერო მენეჯმენტის აუდიოჩანაწერების საფუძველზე, ამ დროისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცე დახურულია,“ — ნათქვამია სერვისის შეტყობინებაში სოციალურ ქსელ X-ში.