აზერბაიჯანმა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ.
ირკვევა, რომ აღნიშნული ქმედება დაკავშირებულია რუსეთსა და სომხეთს შორის სამხედრო ტვირთების შესაძლო გადაზიდვებთან დაკავშირებით.
მიუხედავად მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, აზერბაიჯანისა და რუსეთის წარმომადგენლების ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.