ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება. მიმდინარე წლის 8 მაისიდან, ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი რიგა – ბათუმი – რიგის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები თავდაპირველად, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირას შესრულდება, ხოლო 21 ივნისიდან, დაემატება მეორე სიხშირე და რეგულარული რეისები ყოველ კვირასა და სამშაბათს განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე გაიცა.