აუქციონზე გამოტანილია Airbus-ის სამი ვერტმფრენი, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის ავიახაზების – AZAL-ის ბალანსზე ირიცხება. აქუციონი 1-ელ სექტემბერსაა ჩანიშნული.
როგორც ABC.AZ-ს სახელმწიფო ქონების სამსახურში განუცხადეს, ორი EC-155B1 შვეულმფრენი არის 2005 წელს გამოშვებული და ერთი EC-135P2 კი 2009 წელს.
სამივე ვერტმფრენის საწყისი ფასი 1,8 მილიონი მანეთია.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებს (რომლებმაც გადაიხადეს ბე, ქონების საწყისი ფასის 10%-ი) შესაძლებლობა ეძლევათ წინასწარ გაეცნონ გასაყიდად გამოტანილ ქონებას.