ავსტრიის მთავრობა ავიაბილეთებზე მინიმალური ფასების დაწესებას გეგმავს, რაც მოკლე მაგისტრალურ ფრენებს გააძვირებს.

ირკვევა, რომ ამიერიდან ავიაბილეთის ღირებულება მინიმუმ 40 ევრო უნდა იყოს, ხოლო ის ვისაც 350 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე სურს ფრენა 30 ევროს მოცულობის გადასახადს გადაიხდის. 

ავსტრიის ხელისუფლება იაფი ბილეთების გაყიდვებს, რომლის ფასიც 40 ევროზე დაბალია, კრძალავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს. ამ გზით ხელისუფლება ცდილობს გარემოს დაბინძურებას ებრძოლოს. 

ავსტრია გეგმავს განაგრძოს მსგავსი ზომების გატარება, რადგანაც სამომავლოდ შესაძლოა ქვეყანამ მოკლე დისტანციური ფრენები, რომლის ხანგრძლივობაც 3 საათამდეა საერთოდ აკრძალოს, თუმცა იმ პირობით თუ კი ამ მიმართულებაზე ალტერნატიული სარკინიგზო მარშრუტი იფუნქციონირებს.