👉👉👉 ნირჯა ბჰანოტი 1963 წლის 8 სექტემბერს ინდოეთში დაიბადა, ულამაზესი გარეგნობის წყალობით, 16 წლის ასაკიდან იყო დაკავებული სამოდელო საქმიანობით, 21 წლის რომ გახდა, ბორტგამყოლობა გადაწყვიტა და ავიაკომპანიაში Pan American გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გაიარა.
👉👉👉 ნირჯა ბჰანოტმა ბორტგამყოლის კარიერაში წარმატებას საკმაოდ სწრაფად მიაღწია – 22 წლის ასაკში უკვე უფროსი ბორტგამყოლი გახდა. სწორედ უფროსი ბორგამყოლის რანგში პირველი ფრენა იქცა მისთვის საბედისწეროდ.
👉👉👉 თვითმფრინავი მუმბაიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, გზად 2 გადაჯდომა იგეგმებოდა – კარაჩისა და ფრანკფურტში. კარაჩიში თვითმფრინავი დილის 5 საათზე დაჯდა, მისი ყველა გასასვლელი ღია იყო, როდესაც ლაინერს ტერორისტული დაჯგუფების “აბუ ნიდალის” 4 წევრი სატვირთო მანქანით მიუახლოვდა, მათ უკვე თვითმფრინავს გარეთ მყოფი მგზავრების ნაწილი ჩაცხრილეს და თვითმფრინავში დარჩენილი ადამიანები მძევლად აიყვანეს.
👉👉👉 ნირჯამ პილოტების გაფრთხილება მოასწრო და მათ, პროტოკოლის თანახმად, კაბინა დატოვეს, ასე დაკარგეს ტერორისტებმა კვიპროსზე წასვლის შესაძლებლობა, რათა პალესტინელი პატიმრები გაეთავისუფლებინათ – ტერორისტული აქტის მიზანი სწორედ ეს იყო. 22 წლის ნირჯას ბოროტმოქმედებმა მგზავრების პასპორტების შეგროვება უბრძანეს, რათა ამერიკელები ეპოვნათ და მოეკლათ, ნირჯამ ამის ნაცვლად ყველა ამერიკელის პასპორტის გადამალვა მოახერხა.
👉👉👉 17 საათის შემდეგ თვითფრინავში შუქი ჩაქრა, ტერორისტები ღელავდნენ, უმისამართოდ ისროდნენ, ნირჯამ სიბნელითა და არეულობით ისარგებლა, ერთ-ერთი საავარიო გასავლელი გახსნა და ხალხის გარეთ გაყვანა დაიწყო, ამავე დროს პაკისტანურმა არმიამ თვითმფრინავს შტურმით აღება დაიწყო, 22 წლის გოგონას თვითმფრინავის დატოვება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან ბორტზე მგზავრები კიდევ ეგულებოდა.
👉👉👉 მან სავარძლების ქვეშ დამალული 3 ბავშვი შენიშნა, მათი კარამდე მიყვანა მოასწრო, მაგრამ ამ დროს ბოროტმოქმედებმა დაინახეს – გოგონა ბავშვებს გადაეფარა, ის დაჭრეს, მოგვიანებით კი, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. სამივე ბავშვი გადარჩა. იმ დღეს 20 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი ნირჯა ბჰანოტის სიმამაცის წყალობით, გადარჩა.
👉👉👉 22 წლის გოგონამ შეუძლებელი შეძლო. ის ინდოეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების გმირად აღიარეს.
✅ ნირჯა ბჰანოტი გახლავთ ინდოეთში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – “აშოკა ჩაკრას” მფლობელი “მშვიდობიან დროში ჩადენილი გმირობისთვის”;
✅ 2004 წელს ინდოეთის ფოსტამ მის პატივსაცემად საფოსტო მარკა გამოუშვა;
✅ 2005-ში ნირჯას ძმას ვაშინგტონში გადასცეს ნორჯასთვის განკუთვნილი ჯილდო Justice for Crimes Award;
✅ 2016 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ნირჯა”, რომელშიც მისი გმირობის ისტორიაა მოთხრობილი.

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

✈️✈️✈️ გმირი ბორტგამყოლი გოგონას ამბავი, რომელმაც სიკვდილისგან 300-ზე მეტი ადამიანი იხსნა 👑👑👑👉👉👉 ნირჯა ბჰანოტი 1963…

Posted by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University on კვირა, 07 ივნისი, 2020