ავსტრალიელი მილიარდერი კლაივ პალმერი ტიტანიკის ხელახლა შექმნას გეგმავს. ეს მისი მესამე მცდელობაა განახორციელოს პროექტი.

იდეა ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, მაგრამ პალმერმა მაშინ პროექტი სერიოზულად არ მიიღო. ამის შემდეგ მეორე მცდელობა პანდემიის გამო ჩაიშალა. ახლა, როცა შეზღუდვები აღარ არის, მილიარდერი კვლავ დაუბრუნდა პროექტს. ის გემის მშენებლობის დაწყებას 2025 წლის ზამთარში გეგმავს. ლაინერი ზღვაში (თუ არაფერი შეიცვლება) 2027 წელს გავა.

Titanic II ოდნავ უფრო დიდი იქნება ვიდრე მისი წინამორბედი. ის 2345-მდე ადამიანის განთავსებას შეძლებს.

გემზე მოგზაურობა მდიდრებისთვის გასართობი იქნება, მდიდრული კაბინებით და უჩვეულო გართობით.

„მილიონობით ადამიანი ოცნებობს იმაზე, რომ იმგზავროს და იმოგზაუროს გემით, იხილოს სხვადასხვა პორტები და შეიგრძნოს მისი განუმეორებელი დიდებულება. Titanic II იქნება ადგილი, სადაც ეს ოცნებები ახდება“, – ამბობს პალმერი.