2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4%-ით), ისე ტვირთბრუნვის (65.6%-ით) მოცულობა.
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 19.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3% – გაგზავნილი.
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 32.2%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე