გამოკითხული ავიამგზავრების ნახევარი მზადაა საკუთარი ადგილი სხვას გაუცვალოს. გამოკითხული მგზავრების 37%-ი უარს ეტყვის სხვას ადგილის გაცვლაზე.
გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 8.5 ათასმა მგზავრმა მიიღო, რომლის 54%-მა განაცხადა, რომ ადგილს გაცვლის თუ სხვა მგზავრი მას ამას თავაზიანად სთხოვს. ადგილის გაცვლაზე თანახმაა გამოკითხულთა 9%-ი, თუ კი მათ ამას ბორტგამცილებელი სთხოვს.
იმავდროულად მგზავრთა 20%-მა განაცხადა, რომ ხშირად მეტ ფულს იხდის, რათა სასურველი ადგილი აირჩიოს და შესაბამისად მათი პასუხი გაცვლაზე გარანტირებული „არაა“.
გამოკითხულთა 17%-ი აცხადებს, რომ აუცილებლად იმ ადგილზე უნდა დაჯდეს, რაც ბილეთზეა მითითებული. შესაბამისად ადგილის გაცვლაზე საერთო ჯამში უარზეა მგზავრთა 37%-ი.
ავიამგზავრებისათვის ყველაზე სასურველი ილუმინატორთან დაჯდომაა, რომელსაც უპირატესობას მგზავრთა 69%-ი ანიჭებს.