საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ჭარაია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე – საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტისა და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებების უპირატესობებზე საუბრობს. ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი ჩვეულებრივი მენეჯმენტისაგან განსხვავებით, უნიკალური და ერთადერთია ქართულ ბაზარზე. 

– ბოლო წლებში, მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მსოფლიოში, გვიამბეთ კონკრეტულად საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტზე – რით განსხვავდება ის ზოგადი მენეჯმენტისგან, რა უპირატესობები აქვს?
– საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი (Aviation Management), ჩვეულებრივი მენეჯმენტისაგან განსხვავებით, უნიკალური და ერთადერთია ქართულ ბაზარზე. ამ პროფესიის დაუფლება, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ საავიაციო უნივერსიტეტში არის შესაძლებელი. მოცემული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან: ავიაკომპანიების ფინანსურ ანალიზს, ავიაბიზნესსა და გლობალურ ავიაკომპანიებს, საერთაშორისო საჰაერო სამართალს, აეროპორტების მარკეტინგს, მენეჯმენტს და მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხს ავიამენეჯმენტიდან.
– რა პერსპექტივა აქვთ ამ მიმართულების კურსდამთავრებულებს?
– პროგრამა აგებულია მსოფლიოს წამყვანი ევროპული და ამერიკული ავიამენეჯმენტის პროგრამების ბაზაზე და ისწავლება საქართველოში დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ, რომელთან უმრავლესობა თავად გახლავთ დამსაქმებელი, მათ შორის არიან ავიაკომპანიებიც და სახელმწიფო ინსტიტუტებიც.
– გავცლით პროგრამებს რაც შეეხება, ამ კუთხით რა მდგომარეობაა?
-გვაქვს მოლაპარაკები ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებთან, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაზე და სტუდენტების გაცვლაზე, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს დამატებით შესაძლებლობებს შემატებს.
– ანაზღაურებაზე რას გვეტყვით, როგორი ხელფასებია ამ სფეროში?
– ავიამენეჯმენტი საკმაოდ მაღალნაზღაურებადი პროფესიაა, რომელსაც ვერც COVID-19 შეუშლის ხელს და ვერც სხვა მოკლევადიანი გამოწვევები. აღნიშნული მიმართულებით მუდამ კადრების დეფიციტია, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.
– გარდა საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტისა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ისწავლება საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაც.
– ავიამენეჯმენტის მსგავსად, ჩვენ განვაახლეთ პროგრამები ფინანსების მიმართულებითაც, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურებზე და შევძინეთ მას უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება და შესაძლებელობები. პროგრამის ხიბლი არამარტო განახლებული და დამსაქმებლის მოთხოვნებს მორგებული სასწავლო კურსებია, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ინტერესს ჩვენი სტუდენტების მიმართ, არამარტო ჩვენს მიერ მემორანდუმგაფორმებულ რამდენიმე ათეულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაში, არამედ – ნებისმიერ დამსაქმებელთან.
დაბოლოს, არ შემიძლია არ დავამატო, რომ უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორების უმრავლესობა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი დარგის სპეციალისტებია, რომლებიც ფლობენ საკითხს, როგორც თეორიულად, ასევე – პრაქტიკულადაც და შესთავაზებენ სტუდენტებს მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში ჩართვას. სწორედ მათ მიმართავენ სხვადასხვა კომპანიები პოტენციური კადრების შერჩევისას – ეს ჯამური კომბინაცია ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს!

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის