ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აკეთებს.
მინისტრის თქმით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შემდეგი კვირიდან დაიწყოს აქტიური შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმრობთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ ეს ახალი წესები გააცნონ.
„ეს მოგცემს საშუალებას დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი, ვისაც სურს საქართველოს ეწვიოს და დაათვალიეროს. ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონს, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.