ბელორუსული ავიაკომპანია Belavia საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს 3 თებერვლიდან განაახლებს. ავიაკომპანია დღემდე მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს ასრულდებდა, თუმცა საქართველოს მტავრობის მიერ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ, Belavia-ს საშუალება აქვს რეგულარული ფრენები დაიწყოს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, 3 თებერვლიდან Belavia მინსკი-თბილისი-მინსკის მიმართულებაზე ფრენების სიხშირეს ზრდის და კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. მინსკი-თბილისის მიმართულებაზე რეისები ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

მინსკიდან ფრენა 22:40 საათზე შესრულდება და ხოლო თბილისიდან 03:35 საათზე. ფრენის ხანგრძლივობა 3 საათია.