ავიაკომპანიებისთვის 2019 წელი წარმატებულია. GIVT-ის მონაცემებით, ევროპაში ფრენების რაოდენობა 2019 წლის სამ კვარტალში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 000-ით გაიზარდა. ფრენების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, შეფერხებული ფრენების რაოდენობა შემცირდა. საავიაციო სექტორის წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა 2018 წლის შემდეგ ფასების შემცირებამ სააავიაციო საწვავზე, ავიაკომპანიები გაუმკლავდნენ პილოტების დეფიციტს, ნაკლებია პერსონალის გაფიცვებიც.
GIVT-მა გამოაქვეყნა შეფერხებულ კომპენსირებად ფრენებთან მიმართებით EU ავიაკომპანიის TOP10
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა Ryanair-მა და Wizz Air-მა წარმატებას მიაღწიეს, მათ შეძლეს შეფერხებული ფრენების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 25% -ით შეემცირებინათ. 200%-ით არის გაზრდილი Briotish Airways-ის მაჩვენებელი შეფერხებულ ფრენებში.