ავიაკომპანიების მომსახურებით ქართველების მხოლოდ 14,77% სარგებლობს.

საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 5 თვეში ქვეყნის საზღვარი საჰაერო გზით დატოვა მხოლოდ 215 579 ქართველმა, მაშინ როდესაც მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში ქვეყნის საზღვარი 1 459 384-მა ქართველმა გადაკვეთა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 3 850 618-მა ქართველმა, საჰაერო გზით 500 698, შესაბამისად, 2017 წლის მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა საჰაერო გზით მხოლოდ ქართველების 13%-მა დატოვა.