საქართველოში 2018 წლის 5 თვეში უცხოელი ვიზიტორების 23% საავიციო გზით შემოვიდა, – ასეთია საზღვრის კვეთის ოფიციალური მონაცემები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  2018 წლის იანვარ-მაისში ქვეყნის საზღვარზე საჰაერო გზით შემოვიდა 609 468 უცხოელი, მთლიანობაში კი საანგარიშო პერიოდში ქვეყნის საზღვარი 2 653 212-მა უცხოელმა გადმოკვეთა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 7,556,273-მა უცხოელმა, საჰაერო გზით 1,565,305-მა, შესაბამისად, 2017 წლის მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 21% შემოვიდა.

აღსანიშნავია, 2018 წლის 5 თვეში რომ საჰაერო გზით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადაადგილებას მხოლოდ ქართველთა 14% ახერხებს.