ევროპული და ამერიკული ავიაკომპანიები იძულებულნი არიან გადადონ ან გააუქმონ ფრენები კომპანია Pratt & Whitney-ის ძრავების გამოწვევის გამო, წერს FT.

გამოცემის თანახმად, P&W-მა გამოაცხადა დაახლოებით 1200 ერთეული Airbus-ის თვითმფრინავის ძრავის გაწვევა ივლისში – ლითონის დაბინძურების გამოვლენის შემდეგ ბზარის რისკის გამო.

შედეგად, ავიაკომპანიები ფიქრობენ პრობლემის მოგვარებაზე, ცდილობენ მოიძიონ სათადარიგო ძრავები და იქირავონ კიდეც.