სასამართლომ ნიდერლანდების ავიაკომპანია KLM-ს 470 000 ევრო დააკისრა, მიზეზი კომპანიის მიერ კუების გადაყვანაზე უარის თქმაა.

KLM-ს 470 000 ევროს გადახდა ნიდერლანდების სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო საქონლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს სასარგებლოდ (NVWA) მოუწევს.

როგორც ირკვევა, NVWA-ს თანამშრომლებმა 2017 წლის ზაფხულში გეგმიური ინსპექტირებისას აეროპორტში კუ იპოვეს. ცხოველები სამხრეთ ამერიკიდან აზიაში გადაჰყავდათ და საკმაოდ პატარა ვოლიერებში ჰყავდათ მოთავსებული. რამდენიმე კუმ მგზავრობა ვერ გადაიტანა, ნაწილი ცუდად გახდა. ამიტომაც NVWA-ს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ცხოველები საგანგებო ვითარებაში თავშესაფარში გადაეყვანათ. ამისათვის კი ფული ავიაკომპანიას უნდა გადაეხადა, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა თანხის გადახდაზე და სასამართლოს მიმართა.

როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოში განაცხადა, ცხოველების მოთავსება KLM-ის სასტუმროში გაცილებით იაფი იქნებოდა. თუმცა ალტერნატიულმა წინადადებამ სასამართლო ვერ დაარწმუნა, რადგანაც სასტუმროს აუზი დიდი რაოდენობით კუს ვერ დაიტევდა. იმავდროულად ავიაკომპანიამ მხოლოდ სასამართლოზე განაცხადა, რომ კუებისთვის თავშესაფრის მიცემა შეეძლო.