ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 20%-იანი ფასდაკლების აქცია ვრცელდება, როგორც ეკონომ, ასევე ბიზნეს კლასის ავიაბილეთებზე

Gulf Air-ში აცხადებენ, რომ ფასდაკლება ვრცელდება საქართველოდან შემდეგ მიმართულებებზე :

✔️ ბანგკოკი

✔️ მალდივები

✔️ დუბაი

✔️კოლომბო

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 3 აგვისტომდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 1-ელი სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში დაიგეგმოს.

ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია Gulf Air-ს საქართველოში კომპანია “ვოიაჟერი” წარმოადგენს. Gulf Air-ი კი ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, კვირაში 4 სიხშირით ასრულებს რეისებს.