FlyArystan-ის ხელმძღვანელობამ დაადგინა ფულადი სახსრების ქურდობის ფაქტები და დაუკავშირდა აუდიტორულ კომპანიას დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად. ამის შესახებ ყაზახეთის საინფორმაციო სააგენტო Air Astana-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

„გამოძიების შედეგებით დადასტურდა ქურდობის ფაქტები, რის გამოც ავიაკომპანია დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავეების გამოსავლენად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

ხაზგასმულია, რომ კომპანიამ 9 თვის განმავლობაში სრულად გაითვალისწინა ეს თანხა ფინანსურ ანგარიშგებაში.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია“, – დასძინა Air Astana-მ.