ავიაკომპანია Coredon-ი მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს: ნოემბრიდან ამსტერდამი-კურასაოს რეისებზე შესაძლებელი იქნება ადგილების დაჯავშნა „მხოლოდ ზრდასრულთათვის“.
ავიაკომპანია ამბობს, რომ ახალი სერვისი განკუთვნილია მგზავრებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ ბავშვებისგან თავისუფალ გარემოს (child-free) და ასევე ბიზნეს მოგზაურებისთვის, რომლებსაც ფრენის დროს სამუშაოდ მშვიდი ადგილი სჭირდებათ.
„ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ეს ინოვაცია ასევე გაახარებს მშობლებს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ და საშუალებას მისცემს მათ ისიამოვნონ ფრენით იმის შიშის გარეშე, რომ მათი პატარები ცოტა მეტ ხმაურს გამოიწვევენ“, – ამბობენ Coredon-ში.
ასეთ ზონაში დასაჯდომად ცალმხრივი ფრენისთვის მგზავრს დამატებით 45 ევროს გადახდა მოუწევს. XL სავარძლები დამატებითი სივრცით ეღირება 100 ევრო. განყოფილება სალონის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფილი იქნება კედლებით და ფარდით. სულ იქნება ცხრა XL ადგილი და 93 სტანდარტული ადგილი.
ამ წლის აპრილში გამოქვეყნებული YouGov-ის კვლევის თანახმად, ოთხ წელზე უფროსი ასაკის ბავშვები აღიზიანებენ თვითმფრინავის მგზავრების 51%-ს, ხოლო მგზავრების 23% არ მოითმენს ბორტზე ჩვილების ყვირილს.