სომხეთი გამართულ Air Fest 2023-ში საქართველოდან Aeroclub Aviator-მა მიიღო მონაწილეობა. როგორც Aeroclub Aviator-ის დამფუძნებელმა მერაბ გუმბერიძემ განაცხადა, ეს იყო პირველი პრეცედენტი როდესაც Air Fest-ში საქართველომ მიიღო მონაწილეობა. მერაბ გუმბერიძის განმარტებით, Air Fest – ეს რის საავიაციო ფესტივალი, რომელიც ჩატარდა სტეფანავანში და სადაც Aeroclub Aviator-ი საკუთარი საფრენი აპარატით იყო წარმოდგენილი.

„Air Fest-ში მონაწილეობა საკუთარი საჰაერო ხომალდით მაული მ-7-ით მივიღეთ. მთლიანობაში ფესტივალის ფარგლებში 20-მდე საფრენმა აპარატმა განახორციელა ფრენა. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა Aeroclub Aviator-სთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს წარმოადგენს რეგიონში მცირე ავიაციის პოპულარიზაციისთვის და მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს“, – განუცხადა მერაბ გუმბერიძემ.

Air Fest-ი სტეფანავანში 25 აგვისტოს გაიმართა.