ინციდენტი კიევის აეროპორტში. გუშინ გვიან ღამით, კიევის სიკორსკის სახელობის აეროპორტში ავიაკომპანია Bravo-ს თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ანტალია-კიევი დაშვებისას, უამინდობის გამო, ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე მოცურდა.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორტზე 169 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტისას არავინ არ დაშავებულა.
თავად თვითმფრინავს კი ექსპერტიზა უტარდება.
აეროპორტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო და აეროპორტი რამდენიმე საათით დახურა. დღეს დილიდან კი აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=dgXKNr45wLs