ავიაკომპანია Belavia მინსკიდან ურუმჩის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის მიმართულებით მდებარე ქალაქში ფრენებს ავიაკომპანია 16 დეკემბრიდან დაიწყებს.
ფრენები ყოველ ორშაბათს შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა მინსკიდან ურუმჩის მიმართულებით 6 საათია, ხოლო ურუმჩიდან მინსკის მიმართულებით კი ფრენის დრო 6 საათსა 40 წუთს შეადგენს.
ცალმხრივი ფრენის ღირებულება იწყება 222 ევროდან, ორმხრივი მგზავრობა – 341 ევრო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Belavia-ს ვებსაიტზე, ონლაინ, ავიაკომპანიის ოფისებში და ტურისტულ სააგენტოებში.