ndtv.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლების მიერ საქართველოს სატვირთო თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს, – განცხადებას საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო ხომალდი რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის.

იქვე მითითებულია, რომ AN-12 ტიპის საჰაერო ხომალდი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ ირიცხება. თვითმფრინავი ეკუთვნის უკრაინულ ავიაკომპანია Motor Sich-ს, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.