ავიაბილეთების ფასები კიდევ გაიზრდება. ტარიფები იზრდება მაღალი მოთხოვნისა და დაბალი მიწოდების/გამტარუნარიანობის გამო.
გაიზარდა ასევე ავიაგადამზიდავების საბაზო ხარჯებიც. ამის შესახებ Travel Weekly ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
ასე რომ, Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ აღნიშნა: “ჩვენი ყველა კონკურენტი მგზავრობის ტარიფების 20%-იან ზრდაზე საუბრობს.”
ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სექტორში ფასების ზრდა აღინიშნება ავიაციის სექტორშიც. პროგნოზირებულია, რომ ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად საოპერაციო ხარჯები წელს 8,1%-ით გაიზრდება.
საავიაციო საწვავი 2,5-ჯერ ძვირი რჩება ვიდრე 20 წლის წინ იყო და მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი საუდის არაბეთი ნავთობის ფასების ბარელზე მინიმუმ 80 დოლარამდე შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) შეფასებით, რომ 2023 წელს ავიაკომპანიის ხარჯების 28%-ი საწვავზე მოდის, რაც 2022 წლის 30%-დან შემცირებაა, მაგრამ მაინც ოთხი პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს.