2023-2024 წლებში ფრენების და სასტუმროების ფასი გაიზრდება, მაგრამ ეს გაძვირება სავარაუდოდ “უფრო ზომიერი” იქნება. ამის შესახებ პროგნოზებს CWT და GBTA-ს ექსპერტები აჟღერებენ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტურისტული სერვისების ფასები “სწრაფად გაიზარდა” 2022 წელს და, შედეგად, ბევრად გადააჭარბა წინა პროგნოზებს. TMC-ის განმარტებით, ეს გამოწვეულია საწვავის ფასების ზრდით, პერსონალის დეფიციტით და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებით, ასევე ჩვეულებრივი და საქმიანი მოგზაურების მხრიდან „ცხელი მოთხოვნით“.
„მომავალში ფასები უფრო დასტაბილურება და მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ბევრად უფრო ზომიერად მომდევნო 12-დან 18 თვემდე პერიოდში“, – თქვა პატრიკ ანდერსენმა, CWT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ბილეთის საშუალო ფასი, რომელიც გაიზარდა 72%-ით 749 დოლარამდე 2022 წელს, სავარაუდოდ გაიზრდება მხოლოდ 2.3%-ით 766 დოლარამდე და კიდევ 1.8%-ით 2024 წელს 780 დოლარამდე.
ფრენების საშუალო ღირებულება 2022 წელს EMEA რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) იყო $855. წელს ის კიდევ 2,9%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს კი 2,2%-ით.
იმავდროულად, მსოფლიოში სასტუმროების საშუალო დღიური განაკვეთი (ADR), რომელიც 2022 წელს 29,8%-ით და 161 დოლარამდე გაიზარდა, წელს4,3%-ით და 168 დოლარამდე გაიზრდება, 2024 წელს კი 3,6%-ით 174 დოლარამდე.
EMEA-ში ADR გაიზარდა 164 დოლარამდე 2022 წელს, რაც 28.1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2023 და 2024 წლებში ინდიკატორის ზრდა პროგნოზირებულია 3%-ის დონეზე – შესაბამისად $169 და $174-მდე.
„გასულ წელს ფასების მატება ფენომენალური იყო, მაგრამ კარგი ამბავი შემდეგი 18 თვისთვის არის ის, რომ ასეთი ზრდა არ არის მოსალოდნელი“, – თქვა რიჩარდ ჯონსონმა CWT Solutions Group-იდან.
სამოგზაურო სერვისების სხვა კატეგორიებზე ფასების მატება გაგრძელდება: ავტომობილის გაქირავების საშუალო კურსი წელს გაიზრდება 6,7%-ით და 48 დოლარამდე დღეში, შემდეგ კი 2024 წელს 2,1%-ით 49 დოლარამდე გაიზრდება.