ავიაკომოპანიები საკუთარ ხელოვნებას ცაზე ქმნიან. ვინ დახატა უკეთესად – საინფორმაციო პორტალმა flightradar24.com ავიაკომპანიების ერთგვარი რეიტინგი შექმნა.
როგორც პორტალი წერს, ავიაკომპანიები ცის მასიური ხელოვნების შესაქმნელად ADS –B-ის თვალყურის დევნების ფუნქციას იყენებენ, ამ ტენდენციას აქტიურად მისდევენ და თავიანთ სათქმელს ორიგინალური ფორმით გამოხატავენ.
ავიაკომპანია Qantas-მა ბოინგი 747-ით ბოლო ფრენას უდიდესი კენგურუ მიუძღვნა.

სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღის აღსანიშნავად, Turkish Airlines– მა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში თურქეთის დროშა დახატა.

El Al- მა 747 ფლოტის ბოლო ფრენისთვის, დამშვიდობების ორიგინალურ ხერხს მიმართა და 747– ი ხმელთაშუა ზღვის თავზე გამოსახა.

Airbus – მა საშობაო განწყობის შესაქმნელად ცაზე ნაძვის ხე დახატა.

ბოინგ 737 MAX –მა, სატესტო ფრენისას, ცაზე საკუთარი სახელი დაწერა.

2015 წლის აპრილში, ავიაკომპანია Malta– ს ორი თანამშრომელი დაქორწინდა და ეს ამბავი სპეციალური ფრენით აღნიშნეს, რასაც Love is in the air -დაარქვეს.

მასალა მოამზადა მაკა ქოჩლაძემ