ავღანეთში ავიაკომპანია Ariana Afghan Airlines-ი მისი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ფაქტს უარყოფს. როგორც ავიაკოპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავღანური მედიით გავრცელებული ინფორმაცია მათი თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთს 1TV-ი იუწყება, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 83 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევა ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ღაზნის პროვინციაში მოხდა.
Tolo News-ის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია დაჯგუფება “თალიბანის” მიერ კონტროლდება.